ცხენები

გარდაბნის რაიონში ცხენების ქურდობის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

59
(განახლებულია 11:16 13.01.2019)
პოლიციამ დაკარგული ცხენები დაკავებულის საცხოვრებელ სახლში იმ დღესვე იპოვა.

თბილისი, 13 იანვარი — Sputnik. სამართალდამცველებმა გარდაბნის რაიონში ცხენების ქურდობის ბრალდებით 1974 წელს დაბადებული დ.დ. დააკავეს, ნათქვაია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც გამოძიებით დადინდა, დაკავებულმა მიმდინარე წლის 8 იანვარს გარდაბნის რაიონის სოფელ ლემშვენიერაში ცხოვრებ მოქალაქეებს ოთხი ცხენი მოჰპარა.

პოლიციამ დაკარგული ცხენები დაკავებულის საცხოვრებელ სახლში იმ დღესვე იპოვა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

59
თემები:
კრიმინალი საქართველოში (940)