რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულიდან ახალგაზრდა ქალი გადმოვარდა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
დაშავებული თავის ტრავმითა და მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. რუსთავში საცხოვრებელი კორპუსის მესამე სართულის ფანჯრიდან 22 წლის ქალი გადავარდა, ამის შესახებ ინფორმაცია ქართულ მედიაში გავრცელდა.

სახანძრო - Sputnik საქართველო
ქუთაისში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქება მოხდა

შემთხვევა წუხელ გვიან ღამით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი მესამე სართულის ფანჯრიდან გადავარდა და პირველი სართულის მიშენების სახურავზე დაეცა.

ადგილზე მობილიზებული იყო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

დაშავებული თავის ტრავმითა და მრავლობითი მოტეხილობებით კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანეს, სადაც მას გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.

ექიმების ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

ყველა ახალი ამბავი
0