საპატრულო პოლიცია

თბილისის ცენტრში „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს

110
(განახლებულია 14:34 12.01.2019)
ამ დროისთვის უცნობია თუ რა არის წაღებული კაფედან.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. თბილისში „ჰარდ როკ კაფე“ გაქურდეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა დღეს დილით ვასილ პეტრიაშვილის ქუჩაზე მოხდა. სავარაუდოდ, ქურდობაში რამდენიმე არასრულწლოვანი მონაწილეობდა.

ამ დროისთვის უცნობია, რა არის წაღებული კაფიდან.

შემთხვევის ადგილზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 177-ე მუხლით, რაც ქურდობას გულისხმობს.

110
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)