შემთხვევის ადგილი

ავტოავარია ქუთაისში - არის მსხვერპლი

64
(განახლებულია 14:19 12.01.2019)
მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 60 წლამდე მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა გუშინ ღამით, ავანგარდის დასახლებაში მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ავტომანქანა სწრაფად მოძრაობდა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. ქვეითი ადგილზევე გარდაიცვალა. მძღოლი შემთხვევის ადგილიდან არ მიმალულა.

გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

 

64
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)