სასწრაფო დახმარება

გორში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლნენ

24
(განახლებულია 14:25 10.01.2019)
ერთ-ერთი მცირეწლოვანი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. გორში ბუნებრივი აირის ნამწვით დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი მოიწამლნენ, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სამივე გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანა.

დედა და ერთ-ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მალევე გაწერეს, მეორე კი ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 240 პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას, რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

 

24
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)