ქუთაისში ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაიღუპა

© Sputnik / Denis Aslanovსახანძრო
სახანძრო - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეებმა შენობიდან 83 წლის ქალი უვნებლად გამოიყვანეს, მამაკაცი კი საწოლზე გარდაცვლილი იპოვეს.

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. ქუთაისში ორსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 65 წლის მამაკაცი ემსხვერპლა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა წერეთლის ქუჩაზე რამდენიმე საათის წინ მოხდა.

სახანძრო - Sputnik საქართველო
კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის დროს სახლში მამაკაცი და მისი ხანდაზმული დედა იმყოფებოდნენ. მეხანძრეებმა შენობიდან 83 წლის ქალი უვნებლად გამოიყვანეს, მამაკაცი კი საწოლზე გარდაცვლილი იპოვეს.

ხანძრის შედეგად დამწვარია 30 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

თვითმხილველების ვარაუდით, ხანძარი ელექტროსადენების გაუმართაობამ გამოიწვია.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით „ნივთის დაზიანება ან განადგურება", რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთიდან სამ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0