„აბსურდული საქმე“ - მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა პირველი კომენტარი გააკეთა

© Sputnik / Alexander ImedashviliTBC bank-ის ერთ-ერთი ფილიალი
TBC bank-ის ერთ-ერთი ფილიალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
TBC Bank-ის დამაარსებლის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა განაცხადა, რომ სადავო ოპერაციაში არა 17, არამედ 80 მილიონი დოლარი ფიგურირებს

თბილისი, 10 იანვარი - Sputnik. საქართველოს უმსხვილესი ბანკის, TBC Bank-ის დამაარსებლისა და სადამკვირვებლო საბჭოს თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ პროკურატურის გამოძიებას ფულის გათეთრების საქმეს აბსურდული უწოდა.

ხაზარაძის ბანკი დაახლოებით 17 მილიონი დოლარის „გათეთრებაშია" ეჭვმიტანილი >>

საუბარია TBC Bank-ის მიერ 2008 წელს განხორციელებულ ერთ-ერთ ოპერაციაზე. გამოძიებამ დაადგინა, რომ 2008 წლის აპრილსა და მაისში ავთანდილ წერეთლის კომპანიებმა „სამგორი ტრეიდმა“ და „სამგორი М“-მა სათანადო უზრუნველყოფის გარეშე ბანკიდან 17 მილიონი დოლარი გამოიტანეს. ანგარიშზე ჩარიცხვის შემდეგ კომპანიებმა ეს თანხა ხაზარაძესა და მის მოადგილეს, ბადრი ჯაფარიძეს გადასცეს. მოგვიანებით ეს კრედიტი გაანულა ბანკმა, ხოლო წერეთლისგან მიღებული თანხა ხაზარაძესა და ჯაფარიძეს უკან არ დაუბრუნებიათ.

 TBC ბანკის მთავარი შენობა - Sputnik საქართველო
გენერალური პროკურატურა თიბისი ბანკით დაინტერესდა - ამოღებულია დოკუმენტაცია

სისხლის სამართლის საქმე „ფულის გათეთრების“ მუხლით არის აღძრული, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას გულისხმობს. პროკურატურა მოწმეების გამოკითხვას აგრძელებს.

„აბსურდია მუხლი, რომლითაც გამოძიება მიმდინარეობს – გათეთრება უნდა შავ ფულს და თეთრი ფულის გათეთრება რას ნიშნავს. ოპერაცია იყო აბსოლუტურად ღია და გამჭვირვალე, ყველაზე საინტერესო ამ ყველაფერში რასაც პროკურატურა არ ამბობს, ეს ფული არსად არ წასულა, შევიდა ბანკის კაპიტალში. შესაბამისად, აბსურდულია ამ თემაზე ყველანაირი მანიპულაცია“, - განაცხადა კორძაძემ პირველი არხის ეთერში.

ამასთან ადვოკატი ამტკიცებს, რომ საუბარია არა 17, არამედ 80 მილიონ დოლარზე, რომელიც იმ მომენტში ბანკის ლიკვიდურობის გაზრდის მიზნით იქნა მობილიზებული.

„პრობლემა იყო ბანკის ლიკვიდურობის, გადასარჩენი იყო ომის მერე ბანკი. მთელი ეს თანხა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის მხრიდან ისევ „თიბისი ბანკს“ მოხმარდა. არსად ეს თანხა, ერთი „კაპიკი“ სხვა რამეში არ დახარჯულა. ასე რომ, ეს არის ჭიქაში ქარიშხალი, რომელიც წარმოიშვა ამ ორი დღის განმავლობაში“, - აცხადებს ადვოკატი.

ივანიშვილს „ალ კაპონეების კრიმინალური ბანდის" შექმნას აბრალებენ – სკანდალი მწიფდება >>

მან აღნიშნა, რომ ხაზარაძემ სასამართლოზე მოწმის სახით ჩვენება მისცა და გამოძიებასთან შემდგომი თანამშრომლობისთვის მზად არის.

განმუხური - Sputnik საქართველო
მაქინაციები ანაკლიის პორტის მშენებლობაში – მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს დაუბრუნებენ

პროკურატურის მონაცემებით, 2008 წლის ბოლოს TBC Bank-მა ვადაზე ადრე ჩამოუწერა ვალი „სამგორი ტრეიდსა“ და „სამგორი М"-ს, ხოლო უკვე 2012 წელს საერთოდ გაათავისუფლა ისინი ვალდებულებებისგან და მათ გადატანაზე ოფშორულ კომპანიაში დათანხმდა.

TBC Bank-ის ინფორმაციით, ეროვნულმა ბანკმა ზემოაღნიშნული ტრანზაქციების გამო ის 1 მილიონი ლარით დააჯარიმა. ჯარიმა სასამართლოში გასაჩივრდა, თუმცა სასამართლომ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

ამასთან TBC Bank ამტკიცებს, რომ ეროვნული ბანკი ამ ტრანზაქციებს 2008 წელს ამოწმებდა, თუმცა მაშინ ამას რეაგირება არ მოჰყოლია.

საქართველომ ანაკლიაში ნავთობის ტერმინალის აშენებაზე უარი თქვა >>

ადრე საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ამ კონკრეტული საქმის გამოძიება ბანკის მუშაობაზე არ აისახება, რომელიც „ჯანსაღი საკრედიტო ორგანიზაციაა, გააჩნია ლიკვიდური სახსრების და საზედამხედველო კაპიტალის ადეკვატური დონე“.

ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ იმედი გამოთქვა, რომ გამოძიება TBC Bank-ის საქმიანობას ხელს არ შეუშლის.

ყველა ახალი ამბავი
0