სახანძრო

კახეთში ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა

84
(განახლებულია 11:22 08.01.2019)
ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის იატაკი, საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

თბილისი, 8 იანვარი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად 40 წლის მამაკაცი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შემთხვევა გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი შეშის ღუმელის ანთებას ბენზინით ცდილობდა, რა დროსაც სახლში ხანძარი გაჩნდა. არჩილ ხუციშვილმა დამწვრობა ზედა კიდურებზე მიიღო.

დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა.

ხანძრის შედეგად დამწვარია საცხოვრებელი სახლის იატაკი, განადგურებულია საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი.

შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული.

 

84
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)