საპატრულო პოლიცია

შობას თბილისში მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს

269
თავდამსხმელები ცეცხლსასროლი იარაღით იყვნენ შეიარაღებულები

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. თბილისში წინამძღვრიშვილის ქუჩაზე სასურსათო მაღაზია „ორი ნაბიჯი“ დააყაჩაღეს, იუწყება პირველი არხი.

თვითმხილველების განცხადებით, მაღაზიაში ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულები სამი მამაკაცი შეიჭრა. დაშავდა მაღაზიის ორი თანამშრომელი, ერთ-ერთმა გონება დაკარგა და ჰოსპიტალიზებულია. ბოროტმოქმედებმა, სავარაუდოდ, 400 ლარამდე თანხა წაიღეს.

როგორც „Sputnik-საქართველოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში აცნობეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს. შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ეჭვმიტანილი ჯერჯერობით დაკავებული არ არის.

269
თემები:
კრიმინალი საქართველოში (942)