ზემო აჭარა

როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა

116
(განახლებულია 14:15 07.01.2019)
ამჟამად როკის გვირაბთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

თბილისი, 7 იანვარი - Sputnik. ტრანსკავკასიურ  ავტომაგისტრალზე როკის გვირაბთან ზვავი ჩამოწვა,  იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი ჩრდილოეთ ოსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაყრდნობით. 

„როკის გვირაბის რაიონში ზვავი ჩამოწვა. 5 მანქანა და 12 ადამიანი ბლოკირებული იყო“,- ნათქვამია განცხადებაში.

ჩარჩენილი ადამიანების დასახმარებლად ადგილზე სამაშველო ჯგუფი გაიგზავნა, რომლებმაც ისინი გადაარჩინეს და უახლოეს დასახლებულ პუნქტში მიიყვანეს. მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.

ამჟამად როკის გვირაბთან გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 

116
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)