სასწრაფო დახმარების ბრიგადა

რუსთავში ბუნებრივი აირის ნამწვით 5 წლის გოგონა და ორი ქალი მოიწამლა

149
არსებული  ინფორმაციით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო

თბილისი, 6 იანვარი - Sputnik. რუსთავში, მეგობრობის გამზირზე ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია 5 წლის გოგონამ და ორმა ქალმა მიიღეს, იუწყება ქართული მედია.

წინასწარი ინფორმაციით, ბინაში ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების მიზეზი  ტექნიკური ნორმების დარღვევით დამონტაჟებული გამათბობელია.

მცირეწლოვანი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანა, ქალები კი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში მოათავსეს. არსებული  ინფორმაციით, სამივე მათგანი კონტაქტური იყო.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები.

გამოძახებული იყო „სოკარ-ჯორჯია გაზის" ტექნიკური სამსახურიც.

149
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1526)