ავარიის დროს დაშავებული სამხედროები თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მოინახულა

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად თხუთმეტამდე სამხედრო დაშავდა.

თბილისი, 6 დეკემბერი — Sputnik. ქუთაისისა და ხონის დამაკავშირებელ გზაზე ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამხედროები საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ მოინახულა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

ავტოსაგზაო შემთხვევა გუშინ მოხდა. ქუთაისი-ხონის გზაზე მიკროავტობუსი, რომელსაც კონტრაქტორი სამხედროები გადაჰყავდა, მსუბუქ ავტომობილს შეეჯახა და გადაბრუნდა. ბოლო ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად 15-მდე სამხედრო დაშავდა.

სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებული სამხედროები მსუბუქი დაზიანებებით ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს. დაზარალებულთაგან ექვსი მალევე გაწერეს. ამჟამად კლინიკებში მკურნალობას ცხრა პაციენტი აგრძელებს. ორ მათგანს ლავიწის ძვალი აქვს დაზიანებული, დანარჩენებმა კი თავის ტრავმა მიიღეს. ექიმების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს და სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.

 

ყველა ახალი ამბავი
0