ადიგენში ავტომობილი ფეხით მოსიარულეს დაეჯახა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. 60 წლის მამაკაცი დაიღუპა ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ადგილობრივების ინფორმაციით, ახალციხიდან ადიგენის მიმართულებით მოძრავი ავტომობილი გზაზე მიმავალ ფეხით მოსიარულეს დაეჯახა.

60 წლამდე მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სსკ–ის 276–ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

ყველა ახალი ამბავი
0