დაკავება

საქართველოში პორტუგალიის მოქალაქემ 3 კგ-ზე მეტი კოკაინი შემოიტანა

99
(განახლებულია 15:41 05.12.2018)
პორტუგალიელს, რომელიც ბრაზილიიდან ჩამოფრინდა, საქართველოში ხანგრძლივი პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 5 დეკემბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა 3,1 კილოგრამი კოკაინის უკანონო შემოტანის ფაქტზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში პორტუგალიის მოქალაქე დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

პოლიციამ ნარკოტიკები პორტუგალიელის ბარგში აღმოაჩინა. იგი საქართველოში ბრაზილიიდან ჩამოფრინდა.

დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 260-ე მუხლის მეექვსე ნაწილით და 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილით ("განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და საქართველოში შემოტანა"), რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

99
თემები:
კრიმინალი საქართველოში (861)