სასწრაფო დახმარება

რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა

74
(განახლებულია 15:44 04.12.2018)
გავრცელებული ინფორმაციით, მოწამლულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. რუსთავში ბუნებრივი აირით ოთხი ადამიანი მოიწამლა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

შემთხვევა რუსთავის მე-20 მიკრორაიონში დღეს მოხდა.

ინტოქსიკაცია, სავარაუდოდ, წყლის გაუმართავმა გამაცხელებელმა გამოიწვია.

გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მოწამლული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „რუსთავში" გადაიყვანა, ხოლო სამი მათგანი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოშია მოათავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. 

 

74
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1406)