სტიქიამ დასავლეთ საქართველოს მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა

© Giorgi Tchighvaria / FBუამინდობის შედეგები ქუთაისში
უამინდობის შედეგები ქუთაისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ზუსტი მონაცემები, თუ რა ზარალი მიაყენა უამინდობამ ქუთაისს, ჯერჯერობით უცნობია

თბილისი, 3 დეკემბერი — Sputnik. ორდღიანმა უამინდობამ იმერეთის 11 მუნიციპალიტეტს თითქმის მილიონიანი ზარალი მიაყენა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

იმერეთის ადგილობრივი თვითმმართველობის ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დავით გორდელაძის განცხადებით, ქარიშხალმა დააზიანა რეგიონის როგორც საქალაქო, ისე სასოფლო-სამეურნეო ნაწილი.

„ზარალი მიადგა საცხოვრებელ სახლებსა და კარ-მიდამოს, დაზიანდა სახურავები და საყრდენი კედლები, მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. ყველა დაზარალებულს მიეწოდება გადასახური მასალა… რაც შეეხება ქუთაისს, მიმდინარეობს ამ დროისთვის ზარალის დათვლა და მოსახლეობისთვის დახმარების გაწევა. ყველაზე მეტად ქუთაისი დაზარალდა და ამიტომ გრძელდება ამ ზარალის დათვლა და ზუსტი მონაცემები უცნობია", - განაცხადა გორდელაძემ.

ფოთში ღამით მოთოვა - საქართველოში ზამთარი მოვიდა - Sputnik საქართველო
ღამით ფოთში მოთოვა - საქართველოში ზამთარი მოვიდა

ფოთისთვის მიყენებულმა ზარალმა ერთ მილიონ ლარს მიაღწია.

„პირველადი დახმარებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილია 10 ათასი ლარი, დანარჩენი თანხა კი ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოიყოფა. უბნებზე, სადაც სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი დიდია, ამ დრომდე აღდგენითი სამუშაოები გრძელდება", - განაცხადა ფოთის ვიცემერმა კოტე თოფურიამ.

დახმარებას უწევენ აბაშის მოსახლეობასაც. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 დეკემბრიდან ამინდი საქართველოს მთავარ ტერიტორიაზე გაუმჯობესდება. ძლიერმა ქარმა დააზარალა იმერეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი და გურია.

30 ნოემბრის მონაცემებით. ქარიშხლის გამო საგანგებო სიტუაციების სამსახურში 465 შეტყობინება შევიდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0