ზუგდიდში მამაკაცი დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარების ბრიგადა
სასწრაფო დახმარების ბრიგადა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა მამაკაცს ამ დროისთვის ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. ზუგდიდში 35 წლამდე ასაკის მამაკაცი დაჭრეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს“ კორესპონდენტი.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი კომბინატის დასახლებაში ერთი საათის წინ მოხდა.

ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

ჯერჯერობით უცნობია, როგორია მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მას ამ  წუთებში  გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით არის დაწყებული, რაც განზრახ მვკლელობის მცდელობას გულისხმობს. ფაქტთან დაკავშირებით აქტიური საგამძოებო მოქმედებები მიმდინარეობს.

ყველა ახალი ამბავი
0