მაშველებმა ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის მამაკაცის ცხედარი ამოიტანეს

© courtesy of Miho Neimanსამაშველო ოპერაცია
სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბეტონმზიდი ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ორდღიანი სამაშველო ღონისძიებების შემდეგ ჟინვალის წყალსაცავიდან 53 წლის მამაკაცის ცხედარი ამოასვენეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ჟინვალის წყალსაცავი - Sputnik საქართველო
ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდი ჩავარდა: მძღოლს ამ დრომდე ეძებენ

მყვინთავებმა ჟინვალის წყალსაცავში ბეტონმზიდის მძღოლის ცხედარი იპოვეს>>>

უბედური შემთხვევა 14 ნოემბერს, საღამოს მოხდა. ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოების შესრულებისას, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბეტონმზიდი გზიდან გადავიდა და ჟინვალჰესის წყალსაცავში ჩავარდა. მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა.

სამძებრო სამუშაოების შედეგად მოკვლეულ იქნა ცხედრის ადგილმდებარეობა, თუმცა განსაკუთრებულად რთული პირობების გამო საჭირო გახდა წყლის ქვეშ დამატებითი სამუშაოების ჩატარება. სამძებრო ღინისძიებებში მაშველებისა და მყვინთავების 20-კაციანი ჯგუფი მონაწილეობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ჟინვალი-თვალივის საავტომობილო გზაზე სამუშაოებს ერთ-ერთი კერძო კომპანია ასრულებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276 მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0