უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

გამოწერა
შეზღუდვების რეჟიმში ტრანსპორტის მოძრაობა საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება.

თბილისი, 16 ნოემბერი — Sputnik. დიდთოვლობის გამო ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის საავტომობილო გზაზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისი - Sputnik საქართველო
ამინდის ზუსტი პროგნოზი თბილისში 17 ნოემბერს

კერძოდ, აკრძალვები დაწესებულია ბორჯომი-ბაკურიანი-ახალქალაქის გზის 31-62-ე კილომეტრზე ანდეზიტი-ღადოლარის მონაკვეთზე.

გარდა ამისა, დიდთოვლობის გამო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 53-106-ე კილომეტრზე – კორშა-შატილის მონაკვეთზე.

გზების დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

 

ყველა ახალი ამბავი
0