კონტრაბანდა საქართველოში: სიგარეტი ყურძნის ნაცლად

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისიგარეტი
სიგარეტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამოღებული უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 234 ათას ლარს აღემატება.

თბილისი, 15 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით აქციზური მარკის გარეშე სიგარეტის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კონტრაბანდული სიგარეტი - Sputnik საქართველო
კონტრაბანდა საქართველოში: ამოღებულია 75 ათას ლარზე მეტი სიგარეტი

საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საბუთების თანახმად, აზერბაიჯანის მოქალაქეს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგის" გავლით რუსეთის მიმართულებით 21 ტონა ყურძენი უნდა გაეტანა. თუმცა, შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას ავტომობილით განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 90 ათასზე მეტი კოლოფი უცხოური წარმოების უაქციზო სიგარეტი გადაჰქონდა. 

ამოღებული არადეკლარირებული, უაქციზო სიგარეტის საერთო საბაზრო ღირებულება 234 ათას ლარს აღემატება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის მე-200 მუხლის მე-3 ნაწილით („მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე გამოშვება, შენახვა, რეალიზაცია ან გადაზიდვა") მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით.

 

ყველა ახალი ამბავი
0