საპატრულო პოლიცია

რძალმა დედამთილი განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო დაკბინა

351
70 წლის ქალი ირწმუნება, რომ შვილმა და რძალმა ის სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერის გამო სცემეს

თბილისი, 14 ნოემბერი - Sputnik. გურჯაანის სოფელ ვეჯინში მცხოვრები გულნაზი ცანკაშვილი შვილმა და რძალმა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებების გამო სცემეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

„ნაციონალური მოძრაობის კოორდინატორმა ელმირა ბეციაშვილმა ჩემს რძალს 40 ლარი გამოატანა, რომ ხმა ნაციონალებისთვის მიმეცა. რძალმა მითხრა, რომ ბეციაშვილი ხმის მიცემის სანაცვლოდ სოციალურ დახმარებას დაჰპირდა. ამ ფულზე უარი ვთქვი, რის შემდეგაც რძალმა და შვილმა მცემეს", - ამბობს 70 წლის პენსიონერი.

70 წლის ქალის თქმით, მისი რძალი ისე გაღიზიანდა, რომ მას ხელზე რამდენჯერმე უკბინა.

დაზარალებულმა ქალმა პოლიციას მიმათა. საქმეზე გამოძიება  ოჯახში ძალადობის მუხლით დაიწყო.

351
თემები:
შემთხვევები საქართველოში –2018 (1666)