სახანძრო მანქანა

თბილისში გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

81
(განახლებულია 18:00 10.11.2018)
მსუბუქი ავტომობილის აალების შედეგად დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სახანძრო ბრიგადამ ჩააქრო ცეცხლი, რომელიც თბილისში, მარცხენა სანაპიროზე შუა გზაზე ავტომობილს გაუჩნდა, იუწყება TV Pirveli.

ინციდენტი რესტორან „მრავალჟამიერთან“ ახლოს მოხდა.

სოციალურ ქსელში ინციდენტის ამსახველი ვიდეო გავრცელდა.

აალების მიზეზი დადგენილი არ არის. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

81