სასწრაფო დახმარების ბრიგადა

ავარია სიღნაღში: დაღუპულია კვადროციკლის მძღოლი

199
(განახლებულია 15:47 10.11.2018)
მომხდარის გამო, „სიღნაღქალაქობის“ ღონისძიების პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სიღნაღში ახალგაზრდა მამაკაცი კვადროციკლით გადაადგილების დროს „სიღნაღქალაქობისთვის” დამონტაჟებულ სცენას შეეჯახა და დაიღუპა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

შემთხვევა პარასკევს, გვიან ღამით მოხდა.

თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი სასწრაფო დახმარების მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა.

წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი კვადროციკლს ნასვამ მდგომარეობაში მართავდა.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერის, გოგი გოგილაშვილის გადაწყვეტილებით, უბედური შემთხვევის გამო ღონისძიების პროგრამა შეიცვალა და დაგეგმილი კონცერტი გაუქმდა.

მომხდარზე გამოძიება  სსკ-ის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს („ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“).

199
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1313)