მოზარდთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით ბათუმში 55 წლის კაცი დააკავეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავებული ეჭვმიტანილი
დაკავებული ეჭვმიტანილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცმა 12 წლის გოგოს სექსუალური შევიწროება ავტობუსში სცადა.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში არასრულწლოვანთან გარყვნილი ქმედების ფაქტზე 55 წლის კაცი დააკავეს, იუწყება აჭარის ტელევიზია.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რუსთავში 50 წლამდე მამაკაცი მოზარდი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა

შემთხვევა რამდენიმე დღის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, 12 წლის გოგონა თანაკლასელებთან ერთად მუნიციპალური ავტობუსით მგზავრობდა, რა დროსაც მამაკაცმა მისი სექსუალური შევიწროება სცადა. ბრალდებული მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე 5 ნოემბერს დააკავეს.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 141-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გარყვნილ ქმედებას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ხუთიდან შვიდ წლამდე.

 

ყველა ახალი ამბავი
0