სეისმოლოგი: საქართველოში მიწისძვრები ყოველდღე ხდება

გამოწერა
ექსპერტის განცხადებით, ხშირი ბიძგები კავკასიის რეგიონისთვის იშვიათობა არ არის.

თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. მიწისძვრები თბილისთან ახლოს დღეში 3-4-ჯერ ხდება და ეს ბუნებრივი პროცესია, განაცხადა სეისმოლოგმა, დედამიწის შემსწავლელი ინსტიტუტის დირექტორმა თეა გოდოლაძემ პარასკევს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოში ბოლო დროს მიწისძვრები მოხშირდა. ერთ დღეში ხუთი მიწისძვრა დაფიქსირდა. გოდოლაძის განცხადებით, კავკასია სეისმურად აქტიური რეგიონია და ასეთი ბიძგები იშვიათობას არ წარმოადგენს.

ჩვენ სეისმურად აქტიურ ქვეყანაში ვცხოვრობთ. რეგიონს სეისმური აქტიურობა გასდევს ფონად, არის ბიძგები, რომლებსაც მოსახლეობა ვერ გრძნობს, მაგრამ ის სეისმურ ბაზებში ინახება. ამ ინფორმაციას საერთაშორისო სეისმურ ცენტრებს აწვდიან, აღნიშნა გოდოლაძემ.

სეისმოგრაფი - Sputnik საქართველო
საქართველოში კიდევ ორი მიწისძვრა მოხდა

ამ დღეებში თბილისთან ახლოს მომხდარი მიწისძვრების ანალოგიური ბიძგები დაფიქსირდა 2007 წლის მაისში კახეთში, ხოლო 2009 წელს რაჭაში, 2011 წელს – ვანში, ხოლო ორი წლის წინ – სამცხე-ჯავახეთში.

გოდოლაძის თქმით, ეს მიწისძვრები საშუალო კლასს განეკუთვნება და არა მაღალს. ეს ფონი კავკასიის რეგიონს ახასიათებს.

სეისმოლოგის განცხადებით, 4,5 მაგნიტუდის მიწისძვრა დამანგრეველი არ არის იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა სამშენებლო სტანდარტებს საფუძვლიანად იცავს.

„ნუ ვეთამაშებით სამშენებლო და ინფრასტრუქტურულ ბიზნესს. ისეთ ტეროტორიაზე, როგორიც საქართველოა, სამშენებლო ინდუსტრიაში უნდა არსებობდეს მკაცრი რეგულაციები, იმისთვის, რათა დავიცვათ მოსახლეობის უსაფრთხოება", – განაცხადა გოდოლაძემ.

უფრო ადრე გოდოლაძემ აღნიშნა, რომ მიმდინარეობს საქართველოს სეისმური რუკის განახლება, რომელიც საჭიროა სეისმური საშიშროების გრძელვადიანი პროგნოზისთვის. სამშენებლო კომპანიები საქართველოში ხელმძღვანელობენ სეისმური რუკების მონაცემებით, რომლებიც 2010 წლის მერე არ განახლებულა.

ეს რუკები აჩვენებს, თუ რა სიმძლავრის მიწისძვრა შეიძლება მოხდეს გარკვეულ ტერიტორიაზე. საკითხის სპეციფიკიდან გამომდინარე, სეისმური რუკები ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა განახლდეს.

ყველა ახალი ამბავი
0