გორში ორმა ქალბატონმა მამაკაცი ვერ გაიყო და ერთმანეთი სცემა

© Depositphotos.com / Eddiephotographქალი დანაშაულის ადგილზე
ქალი დანაშაულის ადგილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მამაკაცი, ვის გამოც ქალბატონებმა იჩხუბეს, ორივე ქალთან - მეუღლესთანაც და მეგობართანაც ურთიერთობას კვლავ  აგრძელებს.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. გორში 40 წლამდე ასაკის ორ ქალბატონს  მამაკაცის გამო ერთმანეთის ცემაში ედებათ  ბრალი, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

გორის რაიონული პროკურატურის ინფორმაციით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალმა, სწრაფი ჩარიცხვის აპარატთან, თავისი ქმრის მეგობარი ქალი შენიშნა, რის შემდეგაც მიუახლოვდა მას და თმებით მოქაჩა, რაზეც მეორე ქალბატონმაც იგივე ქმედებით უპასუხა და სახეში ხელი დაარტყა, რის შედეგადაც ქალმა დაჟეჟილობა მიიღო.

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
რატომ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად მედიკოსები  მოქალაქეებს

სასამართლო ექსპერტის თქმით, ერთ-ერთ ქალბატონს თმები ამოგლეჯილი ჰქონდა, ხოლო მეორეს - სახის არეში ჩალურჯებები აღენიშნებოდა.

სამართალდამცველებმა ბრალი ორივე მათგანს სისხლის სამართლის 126-ე მუხლით წარუდგინა, რაც ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.

წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ მხოლოდ მეუღლე ცნობს, ხოლო მეგობარი ქალი ამბობს, რომ უდანაშაულოა, რადგან მეორე ბრალდებული თავს დაესხა და თავს იცავდა.

რაც შეეხება მამაკაცს, ვის გამოც ქალბატონებმა იჩხუბეს,  მან სასამართლო პროცესზე მომხდარი დაადასტურა და განაცხადა, რომ მომხდარის მიუხედავად ორივე ქალთან, მეუღლესთანაც და მეგობართანაც ურთიერთობას აგრძელებს.

ყველა ახალი ამბავი
0