საპატრულო პოლიცია

რატომ დაუპირისპირდნენ ფიზიკურად მედიკოსები  მოქალაქეებს

243
კლინიკაში მომხდარი ჩხუბისა და ფიზიკური დაპირისპირების მიზეზი მეტადონის პროგრამა გახდა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საოჯახო მედიცინის ეროვნულ სასწავლო ცენტრში სამედიცინო პერსონალი რამდენიმე მამაკაცს ფიზიკურად დაუპირისპირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, მედიკოსებს და მოქალაქეებს შორის დაპირისპირების მიზეზი მეტადონის პროგრამა გახდა.

რამდენიმე მოქალაქე პროგრამაში ჩართვის მიზნით კლინიკისგან სპეციალური ცნობის გაცემას ითხოვდა.

მედპერსონალმა მათ ამაზე უარი განუცხადა, რასაც კლინიკის კიბეებზე მამაკაცებსა და კლინიკის თანამშრომლებს შორის  ჩხუბი მოჰყვა. ადგილზე გამოძახებული იყო საპატრულო პოლიციაც.

„მეტადონის პროგრამაზე ჩვენ ფორმა „100-ს“ გავცემთ და ისიც იმ შემთხვევაში, თუ იქიდან აღრიცხვის ფურცელი მოაქვთ“, –განუცხადა ტელეკომპანიას კლინიკის ერთ–ერთმა თანამშრომელმა.

შემთხვევა ოთხშაბათს, დღის პირველ ნახევარში მოხდა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, საქმე ხულიგნობის მუხით არის აღძრული.

243
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1313)