სახანძრო მანქანა

ბათუმი–ქობულეთის შემოვლით გზაზე ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა

67
(განახლებულია 16:02 08.11.2018)
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. ბათუმი–ქობულეთის შემოვლით გზაზე დღეს, დილით ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა და ის დაიწვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილის ძრავს ცეცხლი მოულოდნელად გაუჩნდა.

შემთხვევის ადგილზე მეხანძრეები და სამაშველო ჯგუფები მუშაობდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა საავტომობილო გზა მოაწესრიგეს, დამწვარი ავტომობილი ტერიტორიიდან უკვე გაიყვანეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

67
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1296)