განმუხური

მაქინაციები ანაკლიის პორტის მშენებლობაში მოსახლეობას მიწის ნაკვეთებს დაუბრუნებენ

284
(განახლებულია 00:21 08.11.2018)
საქართველოს მთავარმა პროკურატურამ ხელისუფლების მიერ ანაკლიაში მიწის ნაკვეთების მითვისების სქემა გახსნა.

თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება – ზუგდიდის რაიონის მცხოვრებლებს დაუბრუნონ 2 ათასი ჰექტარის საერთო ფართობის შვიდი მიწის ნაკვეთი, რომლებიც, პროკურატურის მონაცემებით, მათ 2009-2010 წლებში ანაკლიაში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საბაბით ჩამოართვეს.

ანაკლიის პორტი, როგორც თურქეთის პორტების კონკურენტი >>

ეს ნაკვეთები საქართველოს ოთხ მოქალაქეს ეკუთვნოდა.

აღნიშნული დარღვევები საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილ დანაშაულთა გამოძიების დეპარტამენტმა გამოავლინა.

პროკურატურის მტკიცებით, ხელისუფლებამ ზუგდიდის რაიონის ოთხი მცხოვრების მიწის ნაკვეთები მიითვისა, რადგან კომპენსაციის გადახდა არ სურდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყების მიზნით მოლაპარაკებებს აწარმოებდა ერთ-ერთ კერძო კომპანიასთან, რომელმაც მშენებლობისთვის საჭირო ტერიტორიის გამოყოფა ითხოვა.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ სახელმწიფოს სასარგებლოდ აღნიშნული მიწის ნაკვეთების გადაფორმების მიზნით ეკონომიკის სამინისტრომ მესაკუთრეთა ნების საწინააღმდეგოდ და მათგან ფარულად საჯარო რეესტრში ყალბი საკადასტრო ნახაზი გადააგზავნა.

2011 წელს ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ღრმაწყლოვანი პორტის და პარალელურად ქალაქ ლაზიკის მშენებლობის დაწყება დააანონსა, თუმცა ეს პროექტი არ განხორციელდა. 2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პორტის მშენებლობის პროექტი გაყინეს.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის სამშენებლო სამუშაოები 2017 წლის დეკემბერში დაიწყო. სამუშაოებს ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ახორციელებს, რომელიც ქართულმა TBC Holding-მა და ამერიკულმა Conti International LLC-მ დააფუძნეს.

პორტის გენერალური გეგმა საერთაშორისო კონსორციუმ Maritime & Transport Business Solutions-თან (MTBS) ერთად შემუშავდა.

ამ ეტაპზე პირველი სახმელეთო სამუშაოები, პრაქტიკულად, დასრულებულია: აშენებულია 2,5 კილომეტრი სიგრძის სამელიორაციო არხი, წყალსაქაჩი, 110 ჰექტარზე მოიხსნა ნიადაგის ნაყოფიერი ფენა, გასუფთავდა არეალი შენობებისა და საშიში ნარჩენებისგან, მოიხსნა ნაპირსამაგრი ნაგებობების 550 ელემენტი.

ანაკლიის პორტი „შუა დერეფნის“ ასოცირებული წევრი გახდა >>

ანაკლიის პორტის მშენებლობისა და შემდგომი განვითარების გეგმა ცხრა ფაზისგან შედგება. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და ოპერირების დაწყება 2020 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. ამის შემდეგ ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 384 კონტეინერს შეადგენს. ცხრავე ფაზის გავლის შემდეგ პორტი ყოველწლიურად 6 მილიონი კონტეინერის მიღებას შეძლებს.

284
თემები:
ანაკლია – მომავლის ქალაქი (44)
სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა

ოთხი წლის ბავშვი დენის დატყმით გარდაიცვალა

48
ბავშვი სათავსოში შევიდა, სადაც ელექტროგაყვანილობას შეეხო. პოლიციამ საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ჭიათურის რაიონის სოფელ ნავარძეთში ოთხიწლის ბავშვს დენმა დაარტყა. ის ადგილზე გარდაიცვალა.

ტელეკომპანია Rustavi2–ის ინფორმაციით, ბავშვი ეზოში თამაშობდა და სათავსოში შევიდა, სადაც ელეექტროსადენს შეეხო.

პოლიციამ სისხლის სამართლის საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით აღძრა.

48
თემები:
შემთხვევები საქართველოში
სპეცოპერაცია

ინტერნეტით 2 მლნ ლარის ღირებულების ნარკოტიკი გაიყიდა: დაკავებულია დანაშაულებრივი ჯგუფი

73
(განახლებულია 17:46 03.08.2020)
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ–ტოტალიზატორის გამოყენებით.

 

თბილისი, 3 აგვისტო  - Sputnik. ფონიჭალის დასახლებასა და გარდაბანში ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის ოთხი პირია დაკავებული, იუწყება შინაგან სამეთა სამინისტრო.

 დაკავებულებს 8–დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებს შემუშავებული ჰქონდათ ნარკოტიკების რეალიზაციის დანაშაულებრივი სქემა, რომლის საშუალებითაც ისინი ფინანსურ რესურსებს მართავდნენ ინტერნეტ–ტოტალიზატორის გამოყენებით.

დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას კი ე.წ. „დადების“ მეთოდით ახდენდნენ. ორი მათგანი  დაინტერესებულ პირებს ტელეფონით უკავშირდებოდა, გარკვეული თანხის სანაცვლოდ სთავაზობდა ნარკოტიკების შეძენას, აწვდიდა ონლაინ–ტოტალიზატორის ანგარიშის ნომრებს და თანხებს არიცხვინებდა.  ამის ამის შემდგომ კი ისინი აღნიშნულ პირებს აწვდიდნენ ლოკაციების მისამართებს, სადაც უკვე განთავსებული იყო ნარკოტიკული საშუალებები.

უწყების ცნობით, მიმდინარე წლის მანძილზე, ონლაინ–ტოტალიზატორის ანგარიშის გამოყენებით ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციის შედეგად მიღებულმა თანხამ ორ მილიონამდე ლარი შეადგინა.

პოლიციამ, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების და ავტომანქანის ჩხრეკისას, ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“, დიდი ოდენობით თანხა, ასევე, მათი კუთვნილი მობილური ტელეფონები და საბანკო ბარათები ნივთმტკიცებად ამოიღო.

73
თემები:
ნარკოდანაშაული საქართველოში
ლილოს ბაზრობა

ჯერი „ელიავას“ ბაზრობაზეა: ლილოსა და „დინამოს“ ბაზრობებზე კორონავირუსზე ტესტირება დასრულდა

0
(განახლებულია 20:39 03.08.2020)
კორონავირუსით ინფიციფრების ექვსისვე შემთხვევა ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირების შედეგად გამოვლინდა. სადაც ჯამში 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა.

თბილისი, 3 აგვისტო - Sputnik. ლილოსა და ე.წ. დინამოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირება დასრულდა, შედეგად კორონავირუსით ინფიცირების ექვსი შემთხვევა გამოვლინდა, განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, იუწყება პირველი არხი.

ინფიცირების წყარო ვერ დგინდება: კორონავირუსის ახალი შემთხვევები საქართველოში>>

კორონავირუსით ინფიციფრების ექვსივე შემთხვევა ლილოს ბაზრობაზე დასაქმებულთა ტესტირების შედეგად გამოვლინდა, სადაც ჯამში 4700-ზე მეტი პირი დაიტესტა. ამასთან, ეპიდემიოლოგები იკვლევენ აღნიშნულ ბაზრობასთან დაკავშირებული ოჯახის კონტაქტებსაც. აქედან გამომდინარე, შესაძლოა, ლილოს ბაზრობასთან დაკავშირებული სტატისტიკა კიდევ გაიზარდოს.

რაც შეეხება ე.წ. დინამოს ბაზრობას, ამირან გამყრელიძის თქმით, იქ შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 500-მდე ადამიანი დაიტესტა და ყველა პასუხი უარყოფითია.

„იმავე პრინციპით 500-მდე ადამიანის გამოკვლევა მიმდინარეობს ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც ეპიდემილოგები კიდევ რამდენიმე დღე იმუშავებენ. ეპიდვითარების გათვალისწინებით დაიგეგმება სხვა ბაზრობების კვლევაც“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

ამირან გამყრელიძის ცნობით, ბოლო კვირების განმავლობაში დადასტურებულ შემთხვევებიდან ყველას ინფიცირების წყარო დადგენილია.

რამდენიმე დღის წინ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. ინფიცირების ჯაჭვის მიხედვით ეპიდემიოლოგები ლილოს ბაზრობაზე გავიდნენ, სადაც გარდაბნის მცხოვრებლები ვაჭრობენ. ამ ფაქტის გამო სპეციალისტებმა ყველა მოვაჭრის შემოწმება დაიწყეს.

 ლილოს ბაზრობის მსგავსად, კორონავირუსზე  სხვა ბაზრების მოვაჭრეთა შემოწმებაც იგეგმება.

3  აგვისტოს მონაცემებით, საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 1179-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 959, გარდაიცვალა 17 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში