სარკინიგზო ლიანდაგი

სამტრედიის სავაგონო დეპოში მამაკაცი დაიღუპა

49
„რკინიგზელთა ახალი პროფკავშირი“ დაადგენს, იყო თუ არა არსებული მძიმე შრომითი პირობები რკინიგზელის გარდაცვალების მიზეზი

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომელი სამტრედიის სავაგონო დეპოში დაიღუპა, ნათქვამია „რკინიგზელთა ახალი პროფკავშირის“ Facebook-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

დამსაქმებლები ვალდებული გახდებიან, თანამშრომლები უბედურ შემთხვევებზე დააზღვიონ >>

წინასწარი მონაცემებით, 60 წლის მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

„ამ ეტაპზე ცნობილია, რომ გულის შეტევით გარდაიცვალა. სპეციალისტები მუშაობენ და დაადგენენ, იყო თუ არა არსებული მძიმე შრომითი პირობები გარდაცვალების მიზეზი. ეს ადამიანი წლების განმავლობაში მუშაობდა რკინიგზაში და კარგად არის ცნობილი, რა მდგომარეობაა რკინიგზაში“, - განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილემ, ილია ლეჟავამ.

ტელეარხ Imedi-ს მონაცემებით, სისხლის სამართლის საქმე აღძრულია სსკ-ის 116-ე მუხლით (გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა), რაც 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

49
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1313)