კახეთში 18 წლის ბიჭი უგზო-უკვლოდ დაიკარგა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა სახლიდან ადრეც წავიდა, მაგრამ მაშინ პოლიციამ მისი პოვნა შეძლო.

თბილისი, 7 ნოემბერი — Sputnik. სპეციალური საძიებო ჯგუფი პოლიციელებისა და მაშველების შემადგენლობით 10 ოქტომბრიდან უშედეგოდ ეძებს 18 წლის ნუგზარ დიასამიძეს, რომელიც გურჯაანის რაიონის სოფელ მუკუზანში ცხოვრობს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия შსს-ზე დაყრდნობით.

ახალგაზრდა სახლიდან 5 ოქტომბერს გავიდა და აღარ დაბრუნებულა. ოჯახმა პოლიციას დახმარებისთვის 10 ოქტომბერს მიმართა.

„ყველას ვთხოვ, ვინც იპოვის, გვაცნობოს. კონფლიქტი არასდროს არავისთან ჰქონია", – მიმართავს მოსახლეობას ახალგაზრდის დედა მერი ზაქარაძე.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, ბიჭი ფსიქიკურად დაავადებულია. ის უკვე მეორედ დაიკარგა. პირველად პოლიციელებმა მისი პოვნა შეძლეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0