საპატრულო პოლიცია

რუსთავში 50 წლამდე მამაკაცი მოზარდი გოგონას გაუპატიურებას ცდილობდა

264
მამაკაცი გოგონას უთვალთვალებდა. შემდეგ აედევნა მას და სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა.

თბილისი, 5 ნოემბერი — Sputnik. რუსთავში 15 წლამდე გოგონას დაახლოებით 50 წლის კაცი აედევნა და სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა, იუწყება ტელეკომპანია Imedi „ინფო რუსთავზე" დაყრდნობით.

ჭყონდიდელის დასახლების მცხოვრებნი ჰყვებიან, რომ მამაკაცი გოგონას რამდენიმე დღის განმავლობაში უთვალთვალებდა. შემდეგ მოზარდის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე აედევნა მას და, სხვადასხვა ნივთის ყიდვის სანაცვლოდ, სექსუალური ურთიერთობა შესთავაზა. გოგონამ ამის თაობაზე ოჯახში განაცხადა. ამის შემდეგ მამაკაცის დაჭერა სცადეს, თუმცა – უშედეგოდ.

ტელეკომპანიის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და კრიმინალური პოლიცია. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, მამაკაცის ვინაობა დადგენილია და ტარდება შესაბამისი ზომები მის დასაკავებლად.

შსს-მ არასრულწლოვნის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების ფაქტზე გამოძიება დაიწყო>>

გამოძიება სსკ-ის141-ე მუხლით მიმდინარეობს (ძალადობის გარეშე გარყვნილი ქმედება დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან). დანაშაული სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ერთ წლამდე, ან პატიმრობას ორ წლამდე ვადით.

 

264