მთავარი პროკურატურის შენობა

მთავარი პროკურორი გორში მოკლული გოგონას მკვლელობის საქმის მსვლელობას გაეცნო

163
საქართველოს მთავარმა პროკურორმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმის გამოძიება ისე წარიმართოს, რომ მისი ახლობლები და საზოგადოება ენდობოდეს პროკურატურას.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მთავარმა პროკურორმა შალვა თადუმაძემ მოისმინა უწყების ანგარიში გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმის შესახებ, ნათქვამია მთავარო პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

8 წლის ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულის ტელეფონში გოგონას ფოტოები აღმოჩნდა >>

გარდაცვლილი სკოლის მოსწავლე ნანა ბერიაშვილი 25 ოქტომბერს იპოვეს. მას ძალადობის კვალი აღენიშნებოდა. შსს-ს ინფორმაციით, გოგონა 34 წლის იაგო ნებიერიძემ მოკლა, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა. პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.

საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია თადუმაძეს მიაწოდა პროკურორმა ზაზა მეტონიძემ, რომელიც საქმეზე საპროკურორო ზედამხედველობას ახორციელებს. მთავარმა პროკურორმა მეტონიძეს ეფექტიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია დაზარალებულებს და საზოგადოებას სამართლიანობის განცდა ჰქონდეს.

დაკავებულ ნებიერიძეს წარუდგინეს ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის მე-3 ნაწილით („განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა“), რაც თავისუფლების აღკვეთით ვადით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამჟამად ის პატიმრობაში იმყოფება.

163
თემები:
8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა გორში (15)