გიორგი გახარია

გახარია: გამოძიების პირველადი შედეგი ობიექტური და სამართლიანია

182
(განახლებულია 16:26 27.10.2018)
გახარიამ გორში მოკლული გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა და აქტიური მუშაობისთვის სამართალდამცველებს მადლობა გადაუხადა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ გორში მოკლული გოგონას ოჯახს მიუსამძიმრა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

მკვლელობა გორში 25 ოქტომბერს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა  ნაშუადღევს გაუჩინარდა. ის სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

მინისტრმა ასევე  მადლობა გადაუხადა სამართალდამცველებს, რომლებიც საქმის გამოძიების პროცესში იყვნენ ჩართული.

„მადლობა მინდა გადავუხადო პირად შემადგენლობას, რომლებმაც ძალიან აქტიური მუშაობის შედეგად პირველადი შედეგი დადეს. ჩვენ ვიცით, რომ ეს პირველადი შედეგი არის ობიექტური, სამართლიანი.  რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება და ამ შედეგს მივიყვანთ ბოლომდე ადეკვატურად, რათა თითოეულმა  მოქალაქემ უფრო უსაფრთხოდ იგრძნოს თავი. გაკეთდება ყველაფერი, რომ შედეგი იყოს უზუსტესად დადასტურებული”, – განაცხადა   გახარიამ.

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებული, რომელიც სამართალდამცველებმა პარასკევს, დილით დააკავეს, 34 წლის იაგო ნებიერიძეა, რომელიც მოკლული ბავშვის საცხოვრებელი სახლის პარალელურ ქუჩაზე მდებარე სახლში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებულმა გოგონა სახლის სარდაფში მოკლა, შემდეგ კი მისი ხელებშეკრული და თავზე ცელოფანჩამოცმული ცხედარი ურიკით მდინარე ლიახვის ნაპირზე ჩაიტანა და დატოვა.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, მკვლელობაში ბრალდებულის გვარი ფიგურირებს ასევე გორში 2004 წელს გატაცებული 11 წლის ბიჭის საქმეში.

გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

182
თემები:
8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა გორში (15)
მეხანძრე

ხანძარი სვანეთში: ცეცხლთან ბრძოლა სრულდება დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა

39
(განახლებულია 14:50 09.07.2020)
მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. სვანეთში, სოფელ ხაიშთან ხანძრის ოთხი აქტიური კერიდან სამი უკვე ლიკვიდირებულია, იუწყება შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.

ადგილზე შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ. ადგილზე, ასევე, იმყოფება სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი.

უწყებაში აღნიშნავენ, რომ ტყის ხანძრის ქრობის სამუშაოები მეოთხე დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

„სოფელ ხაიშთან... ოთხდღიანი უწყვეტი სამუშაოების შედეგად მოხერხდა სამი კერის ლიკვიდაცია, ხოლო მეოთხე კერაზე სრული ლოკალიზებაა. დარჩენილია რამდენიმე მხრჩოლავი კერა“, - ნათქვამია განცხადებაში.

ადგილზე ცეცხლის კერებს აქრობენ მეხანძრე-მაშველების ჯგუფები და სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. ტერიტორიის მონიტორინგი ხდებოდა დრონის საშუალებით.

მანამდე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ოთხი ვერტმფრენი იყო ჩართული. მობილიზებული იყო დამატებითი ცოცხალი ძალა თბილისიდან, ასევე ქვემო ქართლის, აჭარისა და იმერეთის რეგიონებიდან.

სოფელ ხაიშთან სულ 200 მეხანძრე-მაშველი და 10 ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა მუშაობდა. რთულ რელიეფზე სამუშაო პროცესში ჩართული იყო განსაკუთრებულ სიტუაციებზე სწრაფი რეაგირების სამაშველო ჯგუფი.

ამ დროისთვის ადგილზე სიტუაცია სრულად კონტროლდება და გრძელდება სალიკვიდაციო სამუშაოები.

39
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ხელბორკილები

მამისა და ბაბუის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია

48
(განახლებულია 12:32 09.07.2020)
ორმაგ მკვლელობაში ეჭვმიტანილ დაკავებულს, რომელიც ერთხელ უკვე ნასამართლევია, 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ელოდება

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მცხეთა–მთიანეთის რეგიონის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დამამძიმებელ გარემობაში ჩადენილი ორმაგი მკვლელობის ბრაკლდებით ერთი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს განცხადებაში.

დაკავებულს 16–დან 20 წლამდე ან თავისუფლების უვადო აღკვეთა ემუქრება.

30 წლამდე მამაკაცმა მძინარე მამა და ბაბუა მოკლა>>

გამოძიებამ დაადგინა, რომ ამა წლის 7 ივლისს ადრე არაერთგზის ნასამართლევმა 28 წლის ახალგაზრდამ მუხრანში, საკუთარ სახლში ცივი იარაღით მოკლა მამა და ბაბუა, რის შემდეგაც დანაშაულის ადგილიდან მიიმალა.

ეჭვმიტანილი მომდევნო დღეს, საღამოს დააკავეს.

48
თემები:
კრიმინალი საქართველოში
შტორმი. ბათუმი

ფრთხილად, მოსალოდნელია შტორმი! ზღვაში ცურვა იკრძალება

0
(განახლებულია 15:12 09.07.2020)
სამაშველო კოშკურებზე დღეს, 9 ივლისსს წითელი ალმებია აღმართული, რაც ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა სასტიკად აკრძალულია

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, სამაშველო კოშკურებზე წითელი ალმები აღიმართა – ზღვაზე შტორმია. მოქალაქეებს აფრთხილებენ, რომ ზღვაში ცურვა კატეგორიულად აკრძალულია, ნათქვამია საქართველოს შსს–ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

შტორმი 2–4 ბალს მიაღწევს, აღნიშნავენ საგანგებო სიტუაციების მართვის  სამსახურში.

მოქალაქეებს მოუწოდებენ, დაიცვან უსაფრთხოების წესები და მიჰყვნენ მაშველების ინსტრუქციას: არ შევიდნენ წყალში ნაბახუსევზე ან ნასვამ მდგომარეობაში, არ დატოვონ მცირეწლოვანი ბავშვები უმეთვალყურეოდ, არ გაცურონ ზღვაში მითითებულ ზოლს იქით და არავითარ შემთხვევაში არ შევიდნენ წყალში, როდესაც კოშკურებზე წითელი ალმებია აღმართული.

როდესაც საფრთხე გადაივლის, სამაშველო კოშკურებზე კვლავ თეთრი ალმები აღიმართება.

0
თემები:
უამინდობა საქართველოში