„გვეშინია შვილების გაზრდის": 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა

© SPUTNIK / DENIS ASLANOVგორში 8 წლის გოგონა მოკლეს
გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
გამოწერა
გორის მოსახლეობას, სადაც მკვლელობა მოხდა, საკუთარი შვილების სიცოცხლის ეშინია.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორის მოსახლეობა 8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობის ფაქტმა შეძრა.

8 წლის ნანა ბერიაშვილი გუშინ, ნაშუადღევს გაუჩინარდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი მის სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

8 წლის ბავშვის მკვლელობისთვის დაკავებულის ტელეფონში გოგონას ფოტოები აღმოჩნდა>>>

შსს-ს ინფორმაციით, გოგონას მკვლელობაში 34 წლის მამაკაცია ეჭვმიტანილი, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ გოგონას ფეხები მავთულით ჰქონდა შეკრული, თავზე კი პოლიეთილენის პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული.

„ჩვენ უკვე გვეშინია, გვეშინია შვილების გაზრდის", – შეშფოთებულმა თქვა ადგილობრივმა მცხოვრებმა, როდესაც პოლიციამ გოგონას ცხედარი იპოვა.

მოკლულის ახლობლები და ოჯახის წევრები დამნაშავის მკაცრ დასჯას ითხოვენ.

„მას ციხე არ უნდა, ის უნდა დაწვან!" – მოითხოვდა ბერიაშვილების ოჯახის ერთ-ერთი ახლობელი პოლიციის შენობასთან, სადაც ბრალდებული მიიყვანეს.

© SPUTNIK / DENIS ASLANOV8 წლის გოგონას მკვლელობის ადგილი
„გვეშინია შვილების გაზრდის: 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა - Sputnik საქართველო
8 წლის გოგონას მკვლელობის ადგილი

ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, ბრალდებული სამართალდამცველებმა გორში, მუსხელიშვილის №37-ში მდებარე სახლში დააკავეს.

„ამბობენ, რომ სარდაფში სისხლის კვალი იპოვეს. სისხლი იატაკზე და კედელზე იყო... გოგონა სახლიდან დღის სამ საათზე გამოვიდა. ოჯახი კუთხეში ცხოვრობს, გოგონა ცეკვაზე მიდიოდა და გაქრა", – განაცხადა მეზობელმა.

მეზობლების ინფორმაციით, სახლს, რომელიც ორი კვირის წინ გაიყიდა, სამი მუშა არემონტებდა.

© SPUTNIK / DENIS ASLANOV8 წლის გოგონას მკვლელობის ადგილი
„გვეშინია შვილების გაზრდის: 8 წლის გოგონას მკვლელობამ საქართველო შეძრა - Sputnik საქართველო
8 წლის გოგონას მკვლელობის ადგილი

„მუშები იყვნენ. ჩვენ მათ ყოველდღიურად ვხედავდით. გავიგე, რომ (მკვლელი) იმ სამი მუშიდან ერთ-ერთია. ისინი სოფელ მეჯვრისხევიდან არიან. გავიგე, რომ ცხედარი „ტაჩკით" მოიყვანეს და დააგდეს. დღისით ბავშვი იქ არ იყო. ჩვენ ყველა იქ ვიყავით, ხუთჯერ გავიარეთ და ვერაფერი ვნახეთ. საღამოს კი, როცა ძაღლი აუშვეს, ყველა ძაღლისკენ გაიქცა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ცხედარი სწორედ მაშინ დატოვეს. თუმცა, „ტაჩკა" ან მანქანა არავის დაუნახავს", – განაცხადა ადგილობრივმა მცხოვრებმა.

8 წლის გოგონას მკვლელობა - Sputnik საქართველო
რეციდივისტი და მუშა: ვინ მოკლა 8 წლის გოგონა?

გოგონას მკვლელობამ ადგილობრივები ძალიან შეაშინა.

„ყველა შოკში ვართ. მეც მყავს პატარები, ჩემი შვილიშვილები, ჩემი გოგო გვერდით ცხოვრობს. აქ პატარა ბავშვები დარბიან. ძალიან შეშინებული ვართ", – განაცხადა მეზობელმა.

ცნობილია, რომ პოლიციამ ორი მუშა დაკითხა, რომლებიც ეჭვმიტანილთან ერთად მუშაობდნენ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო, რაც 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0