„მთელი საქართველო შეძრულია" – ივანიშვილი რვა წლის გოგონას მკვლელობაზე

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიბიძინა ივანიშვილი
ბიძინა ივანიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს ნაკლები ტრაგიკული სიახლეები უსურვა.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" დამფუძნებელმა და ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა მიუსამძიმრა რვა წლის გოგონას ოჯახს, რომელიც ხუთშაბათს გორში მოკლეს.

ამ დროისთვის მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებულია.

„ჩემი გამოსვლა მინდა დავიწყო სამძიმრით, მოგეხსენებათ, გუშინ დიდი ტრაგედია დატრიალდა გორში, ვერც ერთი ადამიანი ვერ დარჩებოდა გულგრილი, მთელი საქართველო შეძრულია. მინდა სამძიმარი გამოვუცხადო მშობლებსა და ახლობლებს. როგორც ცნობილია, პოლიციამ დააკავა ეჭვმიტანილი მკვლელი, ვისურვოთ, რომ ჩვენ ქვეყანაში ნაკლები იყოს ასეთი ტრაგედიები", – განაცხადა ივანიშვილმა ქართული ტელეარხებისთვის ინტერვიუს დასაწყისში.

გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი მამაკაცი

უბედური შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. გოგონა სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით, ბავშვის ცხედარი სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

დაღუპული ბავშვის ბაბუამ ხვიჩა ბერიაშვილმა განაცხადა, რომ დაინახა ცხედარი, როცა პოლიციამ ის იპოვა. მისი თქმით, გოგონას ფეხები შეკრული ჰქონდა, სავარაუდოდ, ლითონის მავთულით, ხოლო თავზე პაკეტი ჰქონდა ჩამოცმული.

ოჯახი ვარაუდობს, რომ გოგონა გაგუდეს. ისინი ასევე აცხადებენ, რომ სხეულზე არის ძალადობის ნიშნები.

ტელევიზიის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად იქ მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.

შსს დეტალებზე ჯერჯერობით არ საუბრობს.

 

ყველა ახალი ამბავი
0