გორში 8 წლის გოგონა მოკლეს

გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე დაკავებულია ერთი მამაკაცი

338
(განახლებულია 10:29 26.10.2018)
შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორში მოკლული 8 წლის გოგონას მკვლელობის ფაქტზე ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

უბედური შემთხვევა გორში გუშინ მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გოგონა 25 ოქტომბერს, ნაშუადღევს გაუჩინარდა. გოგონა სახლიდან სკოლაში, ცეკვის წრეზე წავიდა, მაგრამ სკოლაში არ მისულა. მოგვიანებით ბავშვის ცხედარი სახლთან ახლოს, მდინარე ლიახვის ნაპირზე იპოვეს.

ტელევიზიის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში დაკავებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც იმ საცხოვრებელ სახლში მუშაობდა, სადაც ბავშვის სისხლის კვალი იპოვეს. ამას ადასტურებენ ადგილობრივები, რომლებიც მთელი ღამის განმავლობაში დაკითხვაზე იმყოფებოდნენ. მათი ინფორმაციით, საცხოვრებელი სახლი რამდენიმე თვის წინ გაიყიდა და ამჟამად იქ მხოლოდ სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა, სადაც მხოლოდ ერთი მუშა მუშაობდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო დაკავების ფაქტს ადასტურებს.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

 

338
თემები:
8 წლის გოგონას საზარელი მკვლელობა გორში (15)
ხანძარი ტყეში

ტყის ხანძრები: მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

24
(განახლებულია 15:21 07.07.2020)
ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე მეტად საშიში ზაფხულის სეზონია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

თბილისი, 7 ივლისი – Sputnik.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და ეროვნული სატყეო სააგენტო მოსახლეობას უსაფრთხოების წესების დაცვისა და იმ აკრძალვების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც ტყეში გადაადგილებაზ  ვრცელდება. 

უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტყის ხანძრების ძირითადი გამომწვევი მიზეზი ადამიანების დაუდევრობაა. მაღალი ატმოსფერული ტემპერატურის გამო, ხანძრების გაჩენის მხრივ ყველაზე მეტად საშიში ზაფხულის სეზონია. ჰაერის მაღალი ტემპერატურა ხელს უწყობს ხანძრების გაჩენას.

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში 9 ივლისამდე ჰაერის მაღალი ტემპერატურაა მოსალოდნელი.  7 ივლისს დასავლეთ საქართველოს დაბლობში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40-42 გრადუსი, მთიან რაიონებში 36-37, ხოლო შავი ზღვის სანაპიროზე 33-35 გრადუსს მიაღწიოს.

აღმოსავლეთ საქართველოს დაბლობში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 34–39 გრადუსს, მთაში კი 29–34 გრადუსს მიაღწევს.
სვანეთის მთებში მეხანძრე–მაშველები მესამე დღეა ცდილობენ ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაიშთან დილიდანაა მობილიზებული დამატებითი ძალები - როგორც სპეციალური ტექნიკა, ისე ცოცხალი ძალა – ხანძარს ებრძვის 110 მეხანძრე-მაშველი, შვიდი ერთეული სახანძრო-სამაშველო ტექნიკა და სამი ვერტმფრენი. 

რისკის ზონაში 11 ოჯახი ცხოვრობს. ძლიერი დაკვამლიანების გამო ამ ზონიდან ბავშვების ევაკუაცია განხორციელდა.

მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობა რთული რელიეფის, ქარისა და ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო უჭირთ. აუცილებლობის შემთხვევაში მთელი მოსახლეობის ევაკუაცია მოხდება.

სვანეთში შექმნილია სამუშაო შტაბი, რომელსაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი და მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი ხელმძღვანელობენ.
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში ხანძრის შესახებ ინფორმაცია 5 ივლისს დღის მეორე ნახევარში შევიდა. თვითმხილველის განცხადებით, ტყის მასივში შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება. ხანძარი, სავარაუდოდ, მეხის ჩამოვარდნის შედეგად გაჩნდა.

24
თემები:
შემთხვევები საქართველოში
მეხანძრე

ზუგდიდის რაიონში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა

64
(განახლებულია 15:54 07.07.2020)
ხანძარი დილის 4 საათზე გაჩნდა. როგორც ჩანს, 60 წლის მამაკაცს ეძინა და ცეცხლიდან გამოსვლა დროულად ვერ შეძლო.

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. ზუგდიდის რაიონის სოფელ ერგეტაში ხანძრის გამო მამაკაცი დაიღუპა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2".

60 წლის მამაკაცი საკუთარ სახლში დაიღუპა. რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თქმით, ხანძარს გადაურჩა მამაკაცის დედა, რომელიც ამ დროს სახლში არ იმყოფებოდა.

ხანძრის მიზეზი, სავარაუდოდ, დაუდევრობა გახდა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

64
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ქართული პასპორტი

პასპორტების ინდექსი - საქართველომ პოზიციები გააუმჯობესა

0
(განახლებულია 16:43 07.07.2020)
საქართველოს მოქალაქეებს კორონავირუსის პანდემიის პირობებში უვიზოდ მსოფლიოს 57 ქვეყანაში შეუძლიათ შესვლა, ხოლო ვიზის მიღება შესვლის დროს - 35 ქვეყნაში

თბილისი, 7 ივლისი — Sputnik. საქართველომ თავისი პოზიციები კონსალტინგური კომპანიის Arton Capital პასპორტების ინდექსში გააუმჯობესა.

საქართველოში ბიომეტრიული პასპორტების რაოდენობა გაორმაგდა>>

შვეიცარიული კონსალტინგური კომპანია Henley&Partners-ის მონაცემებით, კორონავირუსის პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ შესვლა მსოფლიოს 57 ქვეყანაში, ხოლო 35 ქვეყანაში ვიზის მიღება იქ ჩასვლის დროს შეუძლიათ. ამგვარად, საქართველოს მოქალაქეების მობილურობის ინდექსი 92 ქულას შეადგენს და ქვეყანამ ინდივიდუალურ რეიტინგში 47-ე ადგილი დაიკავა.

რეიტინგში ლიდერობენ იაპონია და ახალი ზელანდია, ხოლო ტრადიციულად „ძლიერი" ამერიკული პასპორტი 52-ე პოზიციაზე განთავსდა. პორტალის მონაცემებით, პანდემიის პირობებში ყველაზე მეტი შეზღუდვები ამოქმედდა სინგაპურის, აშშ-ისა და ჩილეს მოქალაქეების მიმართ.

საქართველო კი, კორონავირუსის გავრცელების დაბალი დონის გათვალისწინებით, იმ ქვეყნების ჩამონათვალში მოხვდა, რომლებისთვის ევროკავშირმა 1 ივლისიდან თავისი საზღვრები გახსნა.

რაც შეეხება საქართველოს მეზობლებს, რეიტინგში რუსეთ უკავია 59-ე, აზერბაიჯანს 123-ე, ხოლო სომხეთს - 135-ე ადგილი.

თუ საზღვარგარეთის პასპორტი დაკარგეთ - საქართველოში ახალი წესები ამოქმედდა>>

კომპანია Henley&Partners-ის პასპორტების ყოველწლიური ინდექსი აანალიზებს 200-ზე მეტი ქვეყნისა და ტერიტორიის სავიზო წესებს. კომპანია საერთაშორისო ლიდერია საცხოვრებელი ადგილის დაგეგმვის სფეროში. ის სხვადასხვა ქვეყნის მთავრობების მრჩეველია საინვესტიციო მოქალაქეობის პროგრამების შემუშავებასა და დანერგვაში.

0