სასტიკი მკვლელობა გორში: 8 წლის გოგონას ცხედარს ექსპერტიზა უტარდება

© Sputnik / Alexander Imedashviliანთებული სანთლები
ანთებული სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გარდაცვლილი გოგონას ახლობლები მკვლელობის უსწრაფეს გამოძიებას მოითხოვენ

თბილისი, 26 ოქტომბერი — Sputnik. გორში მოკლულ 8 წლის ნანა ბერიაშვილის ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა უტარდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

გამოძიებას შს მინისტრის მოადგილე კახა საბანაძე პირადად ხელმძღვანელობს.

გორში 8 წლის გოგონა მოკლეს - Sputnik საქართველო
გორში დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

„მინდა ოჯახს მივუსამძიმრო. ეს არის საყოველთაო ტრაგედია. შინაგან საქმეთა სამინისტრო გააკეთებს მაქსიმუმს კონკრეტული შედეგის დასადებად. გამოძიება დაწყებულია. ამ ეტაპისთვის კონკრეტულს ვერაფერს გეტყვით. დეტალურად ვსწავლობთ შემთხვევის ადგილს. ყველა საგამოძიებო მოქმედება ტარდება, რომ დადგინდეს დანაშაულის ჩამდენი პირი”, - განაცხადა საბანაძემ.

8 წლის გოგონას ცხედარი გადასვენებულია პროზექტურაში. ცხედარს ექსპერტიზა დაახლოებით 2 საათია უტარდება.

გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ის მოკლულია. მათი განცხადებით, გარდაცვლილს თავზე ცელოფნის ტომარა ჰქონდა ჩამოფარებული, ფეხები კი მავთულით ჰქონდა შეკრული. პროზექტურის წინ შეკრებილი ადამიანები მომხდარის დროულ გამოძიებას და მკვლელის პოვნას მოითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ცენტრალური ავტომაგისტრალის გადაკეტვით იმუქრებიან. გორის პროზექტურას პოლიცია იცავს. ადგილზე ინციდენტი რამდენჯერმე მოხდა. ადგილობრივი მოსახლეობა სამართალდამცველებს დაუპირისპირდა. 

მტირალი გოგონა - Sputnik საქართველო
გორში 8 წლის გოგონა დაიკარგა

„ვფიქრობთ მოკლეს, მოიყვანეს და დააგდეს. სახლიდან 50 მეტრში, ყველაზე მეტი 100 მეტრში არის დაკარგული, 100 მეტრზე მეტი არ აქვს გავლილი. ბავშვი ზევით წავიდა და ქვევით როგორ იპოვეს. მოკლეს, აბა ის პარკი და ფეხები შეხვეული რატომ ჰქონდა. დავინახე პარკი ჰქონდა მოხვეული, მავთული ეგდო. მეტი ვერ დავინახე გამომიყვანეს. ალბათ აწყობთ სულ ყველას ეს ყველაფერი, ვისი ბავშვი იქნებოდა აზრი არ ჰქონდა. თუ არ გამოიძიეს, გადავკეტავთ მაგისტრალს. მთელი გორი ფეხზე დადგება“, - განაცხადა მოკლული ბავშვის პაპამ.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ცამეტიდან ჩვიდმეტ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ. შსს მკვლელობის ვერსიებზე და მოტივებზე ჯერჯერობით არ საუბრობს. ცნობილია, რომ ცხედარს ცეცხლსასროლი იარაღის კვალი არ აღენიშნება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0