გორში 8 წლის გოგონა მოკლეს

გორში დაკარგული 8 წლის გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

256
(განახლებულია 01:09 26.10.2018)

თბილისი, 25 ოქტომბერი — Sputnik. გორში დაკარგული 8 წლის გოგონა მდინარე ლიახვის ნაპირზე გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება პირველი არხი.

გოგონას ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. მათი განცხადებით, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.

ამასთან, ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ ბავშვი სხვა ადგილას არის მოკლული და ცხედარი მდინარე ლიახვის ნაპირზე, სახლთან ახლოს გადამალვის მიზნით მიიტანეს, რადგან მათი თქმით, ადგილი, სადაც ცხედარი იპოვეს, დღის განმავლობაში რამდენჯერმე დაათვალიერეს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შსს საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„მომხდარ ფაქტზე გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო ჯგუფმა დაიწყო, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს. ადგილზე, სამართალდამცველებთან ერთად, შიდა ქართლის გუბერნატორი, გიორგი ხოჯევანიშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები იმყოფებიან. ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. ცხედარს კომპლექსური ექსპერტიზა ჩაუტარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

256
თემები:
კრიმინალი საქართველოში – 2018 (1086)
მაშველები

ორდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

47
მაშველებმა მტკვარში სამძებრო სამუშაოები 2 აგვისტოს დაიწყეს. სამძებრო ოპერაციაში მაშველებთან ერთად მყვინთავებიც იყვნენ ჩართული.

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. მაშველებმა ორდღიანი ძებნის შემდეგ მტკვარში ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ცხედარი ოჯახის მიერ იდენტიფიცირებულია.

მტკვარში მამაკაცს ეძებენ>>

მამაკაცს მდინარეში 2 აგვისტოდან ეძებდნენ. გავრცელებული ინფორმაციით, ის, სავარაუდოდ, გალაკტიონის ხიდიდან გადახტა.

სამძებრო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობდა 20 მაშველი და სამი მყვინთავი, ასევე მცურავი საშუალებები და ფსკერის სკანირების ხელსაწყო „ექოლოტი“.

47
თემები:
შემთხვევები საქართველოში
თუშეთი

თუშეთის გზაზე ავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა - დაშავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

32
ავტომობილს ადგილობრივი შუახნის მამაკაცი მართავდა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მასთან ერთად იმყოფებოდა გერმანელი ტურისტიც, რომლის გადარჩენაც მოხერხდა.

 

თბილისი, 4 აგვისტო - Sputnik. ფშაველი-აბანო-ომალოს გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილი ქვემო ალვანში მცხოვრები შუახნის მამაკაცია, ხოლო მგზავრი გერმანელი ტურისტი, რომელმაც სხეულის მრავლობითი დაზიანება მიიიღო. ამ დროისთვის დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და სამაშველო ჯგუფები.

32
თემები:
შემთხვევები საქართველოში
ჩღდილოეთის ნაკადი-2

„არის დაღლილობა უკრაინისგან“ - რუსი პოლიტოლოგის კომენტარი „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ზე“

0
რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტოლოგმა იური სვეტოვმა კომენტარი გააკეთა ამერიკელი მიმომხილველის მოსაზრებაზე, რომ ევროკავშირს კიევსა და მოსკოვს შორის შუამავლობის სურვილი გაუნელდება

თბილისი, 4 აგვისტო — Sputnik. „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შემდეგ ევროკავშირს რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის სურვილი გაუნელდება და მოსკოვი „შეძლებს დასაჯოს“ კიევი, წერს ამერიკელი მიმომხილველი ჯონ რიული  ჟურნალ National Interest-ში.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, რუსული გაზის ტრანზიტის შესაძლო შემცირების გამო კიევს აქვს არა მარტო ეკონომიკური დანაკარგების რისკი, არამედ ენერგიის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან წყაროზე წვდომის დაკარგვისაც.

ამასთან რიული წერს, რომ უკრაინა ვერ იქნება ფართო საერთაშორისო აღშფოთების იმედად, მისთვის ახალი მდგომარეობიდან გამომდინარე.

„ვინაიდან რუსეთი მალე შეძლებს უკრაინის დასჯას გაზის ტრანზიტის შეზღუდვით ისე, რომ ამით თავისი დასავლეთ ევროპელი კლიენტების ინტერესებს არ დააზარალებს, ევროკავშირს შუამავლობის სურვილი შემოაკლდება“, — ციტირებს რიულის სააგენტო РИА Новости.

რადიო Sputnik-ის ეთერში პოლიტოლოგმა იური სვეტოვმა კომენტარი გააკეთა ამ მოსაზრებაზე.

„ვფიქრობ, აქ სიმართლისა და სიცრუის აღრევაა. სიცრუე იმ მცდელობებშია, დაამტკიცონ, რომ რუსეთისთვის „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ პოლიტიკური ზემოქმედების ინსტრუმენტია და არა ეკონომიკური პროექტი. ამ საფრთხობელის ლოგიკით, რუსეთი უსაშველოდ ოცნებობს, დასაჯოს უკრაინა, შური იძიოს მასზე. და ეს მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ღიად განაცხადა, რომ ჩვენ მზად ვართ განვაგრძოთ ტრანზიტი უკრაინის გავლით „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ ამუშავების შემდეგ, ოღონდ ორმხრივად სასარგებლო პირობებით“, — განაცხადა სვეტოვმა.

ამასთან, მისი თქმით, ამერიკელი მიმომხილველის სიტყვებში არის სიმართლის წილიც.

„სიმართლე ისაა, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“ ძალიან დიდი ხანია დგას საერთაშორისო ურთიერთობების დღის წესრიგში, იკავებს არაპროპორციულ სივრცეს, მიუხედავად ამ პროექტის მთელი მასშტაბურობისა. ეს ეკონომიკური პროექტია, მას კი იმისთვის იყენებენ, რომ საერთაშორისო ურთიერთობები მოწამლოს. და საერთაშორისო თანამეგობრობა უკრაინისგან  დაიღალა კიდეც გამუდმებული მოთხოვნებისა და პრეტენზიების გამო ყველას მიმართ: ამერიკის, გერმანიის, ნატოს, ევროკავშირის მიმართ. აქაოდა, თქვენ ვალდებულები ხართო. მაგრამ მათ წინაშე არავინ არაა ვალდებული. თავისი ინტერესები უკრაინამ თვითონ უნდა დაიცვას. და საერტაშორისო ურთიერთობებშიც თანდათან დგება იმის გაგება, რომ უკრაინას სჭირდება რუსეთთან საუბარი, ტრანზიტზე მოლაპარაკება „ჩრდილოეთის ნაკადი-2-ის“ გაშვების შემდეგ. ასკვნის სვეტოვი.

0
თემები:
რუსეთი დღეს