იტალიაში ქართველი ემიგრანტი გარდაცვლილი იპოვეს

© Sputnik / STRINGERზღვის სანაპირო
ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. იტალიის ქალაქ ბარიში 31 წლის ქართველი მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

ადგილობრივებმა ახალგაზარდა კაცის ცხედარი 18 ოქტომბერს სან-ანტონიოს სანაპიროსთან აღმოაჩინეს და პოლიცია გამოიძახეს. ადგილზე სამართალდამცველები და სანაპირო დაცვის სამსახური იყო მობილიზებული.

საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. ერთი -ერთი ვერსიით, იგი წყალში დაიხრჩო, თუმცა იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, მოკლულია, რადგან სხეულზე დაზიანებები აღენიშნება.

მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

 

ყველა ახალი ამბავი
0