ბრიუსელის აეროპორტში 36 ქართველი 15 საათზე მეტია გაფრენას ელოდება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიავიაკომპანიის Airzena - Georgian Airways თვითმფრინავი
ავიაკომპანიის Airzena - Georgian Airways თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მგზავრები ავიაკომპანიისგან არანაირ ინფორმაციას არ იღებენ.

თბილისი, 19 ოქტომბერი — Sputnik. ავიარეისი, რომელსაც უნდა შეესრულებინა მარშრუტი ბრიუსელი-თბილისი, ტექნიკური გაუმართაობის გამო გაურკვეველი დროით გადაიდო, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ავიაკომპანია Wizz Air–ის თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
ავიარეისი ქუთაისი–ბარსელონა თვითმფრინავის გაუმართაობის გამო შეყოვნდა

ავიაკომპანია Georgian Airways-ის მგზავრები უკვე 15 საათზე მეტია რეისს ელოდებიან. მგზავრებიდან 36 ქართველია, რომლებიც სამშობლოში ბრუნდებიან. მათ შორის არიან ქალები და ბავშვები. მათი განცხადებით, ავიაკომპანიისგან მათ არანაირი ინფორმაცია არ მიუღიათ.

"ბარგი გამოგვატანინეს უკან, არ ვიცი რატომ. გაგვიყვანეს ასაფრენი ზოლიდან, დაგვაბრუნეს შემოსასვლელში და ცოტა ხანში ისევ ხელახლა ჩაგვაბარებინეს ბარგი. ეს ჩემოდნები რომ მივიღეთ, იყო დალეწილი, ვერ ვიგებ, რამ დალეწა ეს ჩემოდნები. არავინ არ არის ჩვენი პატრონი აქ", – განუცხადა ტელეარხს ერთ-ერთმა მგზავრმა ირინა აბრამიშვილმა.

 

ყველა ახალი ამბავი
0