საბერძნეთში 23 წლის ქართველი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს

© photo: Sputnik / Vladimir Rodionov / გადასვლა მედიაბანკშისაბერძნეთის დროშა
საბერძნეთის დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მოკლულია.

თბილისი, 12 ოქტომბერი — Sputnik. საბერძნეთში საქართველოს მოქალაქე, 23 წლის სოფო წიკლაური გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მასმედია.

გავრცელებული ინფორმაციით, გოგონას, რომელიც საცხოვრებელ ბინაში ორი დღის გარდაცვლილი იპოვეს, ორი თვის ბავშვი დარჩა, რომელსაც ძაღლი დარაჯობდა.

საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას ემიგრანტი შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში აქვეყნებს.

ჯერჯერობით უცნობია საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების მიზეზი. ერთ-ერთი ვერსიით, გოგონა მოკლულია.

საბერძნეთში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაში ჩართულია ათენში საქართველოს საკონსულო.

 

ყველა ახალი ამბავი
0