ცხვარი

კახეთში ცხვარი იხოცება ადგილობრივი მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ადანაშაულებს

186
(განახლებულია 10:43 11.10.2018)
გამოძიება მიმდინარეობს ცხოველებთან სასტიკი მოპყრობის მუხლით.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოს მოსახლეობა უცხოელ ინვესტორებს ცხვრების მოწამვლაში ადანაშაულებს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ცხვრის დახოცვასთან დაკავშირებით კრიმინალისტები საძოვრებზე გვიანობამდე მუშაობდნენ.

ერთ-ერთი ვერსიით, ცხვარი თაგვის წამლით დაიხოცა, რომელიც იმავე ტერიტორიაზე აღმოაჩინეს, სადაც დახოცილი ფარა იყო.

დაპირისპირება ადგილობრივ მოსახლეობასა და უცხოელ ინვესტორებს შორის რამდენიმე თვის წინ დაიწყო, მას შემდეგ, რაც ტერიტორია გაიყიდა. ახალმა მფლობელებმა ადგილობრივ მოსახლეობას საძოვრებზე შესასვლელი ჩაუკეტეს.

ამ დროისთვის დაღუპულია 50 ცხვარი, ხოლო დაახლოებით 150 – მოწამლული. საქმეზე დაწყებულია გამოძიება ცხოველების მიმართ სასტიკი მოპყრობის მუხლით.

 

186