ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლიკვიდირებულია

© Sputnik / Shota Nozadzeხანძარი ელიავას ბაზრობაზე
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეხანძრეები ცეცხლს დილის ხუთი საათიდან ებრძოდნენ.

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში, ე.წ. ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე, აგლაძის ქუჩაზე მდებარე ხის გადამამუშავებელ საამქროში ხანძარი ჩააქრეს, იუწყება „Sputnik–საქართველოს" კორესპონდენტი შემთხვევის ადგილიდან.

საამქროში ხანძარი დილით ადრე გაჩნდა. შემთხვევის ადგილზე 17 სახანძრო–სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. დამწვარია დაახლოებით 800 კვადრატული მეტრი ფართობი.

© Sputnik / Shota Nozadzeხანძარი ელიავას ბაზრობაზე
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე ლიკვიდირებულია - Sputnik საქართველო
ხანძარი ელიავას ბაზრობაზე

ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია, თუმცა მეხანძრეები ადგილზე მუშაობას განაგრძობენ.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0