დაკავება

მამაკაცი 20 წლის გოგონას კბენისთვის ძალადობის ბრალდებით დააკავეს

501
(განახლებულია 12:07 09.10.2018)
შვილის კბენისთვის მამაკაცს ერთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში 20 წლის გოგონას საკუთარმა მამამ ხელზე უკბინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ინფო რუსთავი".

შემთხვევა რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩაზე მოხდა. საპატრულო პოლიცია თავად გოგონამ გამოიძახა, რომელიც აცხადებდა, რომ მასზე 55 წლის მამამ იძალადა. არსებული ინფორმაციით, მომხდარს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა.

ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიცია იყო მობილიზებული. სამართალდამცველებმა მამაკაცი ოჯახური ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

ფაქტზე გამოძიება 126 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ოჯახში ძალადობას გულისხმობს და ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე.

 

501
თემები:
შემთხვევები საქართველოში (1391)