ისრაელში ქართველი ჩინოვნიკები არ შეუშვეს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitskyთელ-ავივი
თელ-ავივი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ხობის მერიის ოთხი თანამშრომელი ისრაელის დეპორტაციის ცენტრში იმყოფება.

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. ისრაელის საემიგრაციო სამსახურმა ხობის რაიონის მერიის ოთხი თანამშრომელი ქვეყანაში არ შეუშვა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ქართული საინფორმაციო საშუალებების ცნობით, მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ისრაელში ორშაბათს გაემგზავრნენ. თელ-ავივის აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ ისრაელის საემიგრაციო სამსახურმა მათ სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება არ მისცა და დეპორტაციის ცენტრში გაგზავნა.

„ისრაელის საემიგრაციო სამსახურმა აღნიშნულ პირებს უარი უთხრა ქვეყანაში შესვლაზე. როგორც ისრაელის შესაბამის სამსახურში (საქართველოს) კონსულს განუცხადეს, საქართველოს ოთხივე მოქალაქე დეპორტაციის ცენტრში გადაიყვანეს და დღეს სამშობლოში დააბრუნებენ", – ნათქვამია განცხადებაში.

სამინისტრომ კომენტარი გააკეთა მასმედიით გავრცელებულ განცხადებაზეც, რომ დეპორტაციის ცენტრში საქართველოს მოქალაქეები ცუდ პირობებში არიან.

ისრაელი - Sputnik საქართველო
ქართველმა მოფარიკავეებმა ისრაელში არალეგალურად დარჩენა გადაწყვიტეს

„რაც შეეხება სადეპორტაციო დაწესებულებას, როგორც ისრაელის მხარე აცხადებს, იგი თანაბარია ყველასთვის და საქართველოს მოქალაქეებისადმი ცუდი მოპყრობის ფაქტი არ დასტურდება", – აღნიშნავენ საგარეო უწყებაში.

რა მიზნით გაემგზავრნენ ხობის მერიის თანამშრომლები ისრაელში, მათი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გახდება ცნობილი.

საქართველოსა და ისრაელს შორის უვიზო რეჟიმი მოქმედებს. ისრაელში გამგზავრებისთვის საქართველოს მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ საზღვარგარეთის პასპორტი, სასტუმროს ჯავშანი ან ნათესავების მისამართი, სადაც ისინი აპირებენ ცხოვრებას, სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ფინანსური უზრუნველყოფის დამადასტურებელი დოკუმენტი და უკან დასაბრუნებელი ბილეთი.

ასეთივე დოკუმენტები სჭირდებათ საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში სამოგზაუროდ. ევროკავშირის ქვეყნებთან საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი 2017 წლის 28 მარტიდან ამოქმედდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0