ოზურგეთი

ოზურგეთის ერთ-ერთ პარკში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

78
(განახლებულია 14:45 07.10.2018)
პარკის თანამშრომლების განცხადებით, დარაჯს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. ოზურგეთის კულტურისა და დასვენების პარკში დამთვალიერებლებმა მამაკაცის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

არსებული ინფორრმაციით,  გარდაცვლილი ამავე პარკის დარაჯი, 63 წლის გია ხომერიკია.

პარკის თანამშრომლების განცხადებით, დარაჯს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა. კერძოდ, ის დიაბეტით იყო დაავადებული და ვარაუდობენ, რომ გარდაცვალების მიზეზიც ეს გახდა.

მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

78