ქვემო ქართლში 38 ძროხა მოიპარეს - დაკავებულია სამი პირი

© photo: Sputnik / Stringerძროხა
ძროხა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძროხების ქურდობისათვის ბრალდებულებს სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

 

თბილისი, 7 ოქტომბერი - Sputnik. სამართალდამცველებმა რუსთავში,  დმანისსა და მარნეულში ბოლო ორი კვირის განმავლობაში მომხდარი  მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის  ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს,  ორი კი ამხილეს, ნათქვამია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
საქართველოში დანაშაულის რაოდენობა იზრდება - შსს-ს ბოლო სტატისტიკა

უწყების ცნობით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევმა და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა მამაკაცმა, რუსთავში მდებარე ფერმიდან 12 ძროხა მოიპარა. სამართალდამცველებმა ის მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

გარდა ამისა,  სამართალდამცველებმა დმანისში 11  ძროხის ქურდობის ფაქტზე  წარსულში ანალოგიური დანშაულისთვის ნასამართლევი 30 წლის მამაკაცი ამხილეს.

პოლიციამ ხუთივე პირის მიერ მოპარული 38-ვე ძროხა მეპატრონეებს დაუბრუნა.

აღნიშნულ საქმეებზე გამოძიება სსკ-ს 177-ე მუხლის მეორე ნაწილით, სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით ჩადენილი ქურდობის და ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტებზე მიმდინარეობს, რაც სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველა ახალი ამბავი
0