პოლიციის შენობა წერეთოის გამზირზე

დაპირისპირება მეათე კლასელებს შორის - დაშავებულია ერთი მოზარდი

183
დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

თბილისი, 5 ოქტომბერი - Sputnik. თბილისის მე-12 საჯარო სკოლაში მეათე კლასელებს შორის დაპირისპირება მოხდა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.

როგორც გამოცემა „ლიბერალი“ წერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად ერთი მოსწავლე დაშავდა და საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

სკოლის საქმეთა მწარმოებლის თქმით, მომხდარზე ინფორმაცია არ აქვს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს 126-ე მუხლით იძიებს, რაც ძალადობას გულისხმობს. თუმცა, უწყების ცნობით, ცივი იარაღი დაპირისპირებაში არავის გამოუყენებია. სხვა დეტალები უცნობია.

183