ბათუმში ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა

გამოწერა
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ მრავალსართულიან საცხოვრებელ კორპუსში ხანძარი გაჩნდა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

საავადმყოფო - Sputnik საქართველო
აბაშვილის ქუჩაზე დაკვამლიანების შედეგად ხუთმა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო

როგორც „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, ცეცხლი ახლადაშენებული კორპუსის მე-12 სართულზე, ერთ-ერთი საცხოვრებელი ბინის სამზარეულოში გაჩნდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ბინა თურქეთის მოქალაქეებს ეკუთვნით, ხანძრის გაჩენის დროს ისინი სახლში არ იმყოფებოდნენ.

ხანძრის გამო კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა.

შემთხვევის ადგილზე 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა იყო მობილიზებული. ამ ეტაპისთვის ცეცხლი ლოკალიზებულია და მიმდინარეობს სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0